,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/05/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016067
7
21/05/2013
ვებგვერდი, 23/05/2013
010250020.35.130.016067
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2013 წლის 21 მაისი

ქ. საჩხერე

 

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება   ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველ მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 

 ,,3. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილის ტერიტორიაზე  სარიტუალო მომსახურების დარგში  ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 0,1 %-ით და გავრცელდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“

მუხლი 2
დადგენილება  ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ იაშვილი