დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 120 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/05/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.017285 |
|
„ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 14/03/2012, 340170000.10.003.016763) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“: ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საცალო ვაჭრობის პუნქტზე, გარდა იმ საცალო ვაჭრობის პუნქტებისა, სადაც ხორციელდება თევზჭერის შედეგად მოპოვებული პროდუქტის და კვერცხის რეალიზაცია საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით;“; ბ) 53-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბოლოო მომხმარებლისთვის მისაწოდებლად განკუთვნილ კვერცხზე უნდა აღინიშნოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და დადების თარიღი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები