დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 123 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.017287 |
|
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №63 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2012, 010220020.10.003.016736) შეტანილ იქნეს ცვლილება და №1 დანართის: 1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„I. ქონებრივი საკითხების განმხილველი და ეკლესიის ეკონომიკური საქმიანობისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემქმნელი სამუშაო ჯგუფი
2. მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„II. XIX და XX სს‑ში (საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში) ეკლესიისათვის მიყენებული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფი
3. მე‑7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„VII. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საპატრიარქოს სამართლებრივი სტატუსის და იქ არსებული ქართული ეკლესია‑მონასტრების მოვლა‑პატრონობისა და საკუთრების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი
4. მე‑8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„VIII. რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა წარმომავლობის დამდგენი სამუშაო ჯგუფი
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები