„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016543
156
22/05/2013
ვებგვერდი, 23/05/2013
010320040.22.033.016543
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №156

2013 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №358-IIს, 20.03.13, საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში (სსმ III, 29.05.09, №65, მუხლი 720) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი