„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16.63.597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260050.37.101.016157
16.63.597
17/05/2013
ვებგვერდი, 21/05/2013
010260050.37.101.016157
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
 

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №16.63.597

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 (სსიპ ,,სსმ“ 250211, 25.02.2011 წ.) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ურთიერთობისას, ყოველწლიური საიჯარო ქირა (იჯარის ღირებულება) 1 კვმ.-ზე განისაზღვროს არანაკლებ „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებით შესაბამისი ზონისთვის დადგენილი სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობით, ხოლო საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის მოადგილედავით ალავიძე