„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010330000.08.002.016794
327
20/05/2013
ვებგვერდი, 20/05/2013
010330000.08.002.016794
„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №327

2013 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში (სსმ III ნაწ., 2008 წ., №96, მუხ. 1055) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა არაუმეტეს შვიდისა (გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება:

ა) ხელოვნების დარგში - ლიტერატურული, მთარგმნელობითი და კვლევითი, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით;

ბ) მეცნიერების დარგში - მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს არამარტო ჩვენი ქვეყნის მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში;

გ) ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში ნაყოფიერი შემოქმედებისათვის, რომელიც მოიპოვებს საერთო ეროვნულ აღიარებას და შეიტანს წვლილს შესაბამისი დარგის განვითარებაში.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა არაუმეტეს ათისა (გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეული 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება:

ა) ხელოვნების დარგში - მაღალმხატვრული ნაწარმოებისათვის, რომელიც ასახავს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, ნერგავს  თავისუფლებისა და მომავლის რწმენას და მოიპოვებს საერთო ეროვნულ აღიარებას, აგრეთვე ნაყოფიერი შემოქმედებისათვის;

ბ) მეცნიერების დარგში - მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცნიერების, ქვეყნის სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი