დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების განისაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 477 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120140000.22.026.016185 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/05/2013 - 15/09/2014)
|
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ
|
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები'.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქარველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების (შემდეგში გამოცდა) ჩატარების წესსა და პირობებს. მუხლი 2. გამოცდის ჩატარების პრინციპები 1. გამოცდის ჩატარების პრინციპებია: ა) ობიექტურობა - გამოცდის ჩატარებისას უნდა გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობა; ბ) გამჭვირვალეობა - გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა მოსამსახურისათვის; გ) არადისკრიმინაციულობა - საგამოცდო პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოსამსახურეთა თანასწორობას; დ) საჯაროობა - საგამოცდო პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, კომისიის სხდომის ოქმები და შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; ე) კორექტულობა - გამოცდის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ უნდა ახდენდეს მოსამსახურეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მუხლი 3. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები 1. გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი განისაზღვრება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდგომში - გაერთიანებული შტაბი) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. 2. შეტყობინება გამოცდის ჩატარების შესახებ ეგზავნება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. 3. შეტყობინება საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით; ბ) გამოცდის ჩატარების დროსა და ადგილს. 4. გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბი. 5. გამოცდა შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება ან/და; ბ) ტესტირება ან/და; გ) გასაუბრება. 6. გამოცდის პროგრამას, ეტაპებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს გაერთიანებული შტაბის უფროსი. მუხლი 4. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიმღები ორგანო 1. გამოცდის შედეგებიდან გამომდინარე და დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, მოსამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას/რეკომენდაციას იღებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შერჩევის საბჭო (შემდეგ - საბჭო). 2. საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. მუხლი 5. გამოცდის შედეგების გასაჩივრება სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გამოცდის შედეგები გაასაჩივროს შერჩევის საბჭოს დებულებით განსაზღვრული წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები