„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016053
105
20/05/2013
ვებგვერდი, 22/05/2013
010170000.22.029.016053
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №105

2013 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის  –  დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 (სსმ, 12.11.2007, №159, მუხ. 1758) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ (დანართი № 1) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დევნილად ცნობა და დევნილის სტატუსის მინიჭება

1. პირი დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

2. განცხადება მიღებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

3. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სამინისტროს ან სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) განმცხადებლის ვინაობას (განცხადებაში უნდა მიეთითოს პირი არის საქართველოს მოქალაქე თუ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი);

გ) განმცხადებლის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

დ) გარემოებებს, რომელთა დადგომის შედეგად იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;

ე) მოთხოვნას დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ვ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

ზ) განცხადებაზე დართული საბუთების (დოკუმენტების) ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს იძულებით გადაადგილებამდე განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში).

გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ გარემოებებს.

5. დაუშვებელია რაიმე სახის საბუთის ან ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არ არის დაკავშირებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ გარემოებებთან.

6. ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის სახელით განცხადებით მიმართვის უფლებამოსილება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს.

7. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, ბავშვის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს მიმართავს ბავშვის მშობელი (მშობლები) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

8. ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის (მშობლების) დევნილის მოწმობა და მშობლის (მშობლების) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ბავშვისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) არის დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და განცხადებაში ითხოვს ბავშვისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, როგორც მშობლის (მშობლების), ასევე ბავშვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება ერთობლივად.

9. სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება და მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.

10. იმ შემთხვევაში, თუ პირის განცხადება არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. ხარვეზის გასწორების ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მოითხოვს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის გაგრძელებას, დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 5 დღით, უფლებამოსილია გაუგრძელოს ხარვეზის გამოსწორების ვადა.

11. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში გადაუგზავნოს სამინისტროს პირის განცხადება დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მასზე თანდართული დოკუმენტაცია.

12. სამინისტრო განცხადების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და წყვეტს საკითხს პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

13. გადაწყვეტილებას პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იღებს დეპარტამენტი.

14. პირი რეგისტრირებული იქნება დევნილის სტატუსის მაძიებლად, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ იგი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზეზების გამო იძულებული იქნა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

15. დევნილის სტატუსის მაძიებელ პირზე გაიცემა ცნობა. დევნილის სტატუსის მაძიებლის ცნობის გაცემას უზრუნველყოფს დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო.

16. დევნილის სტატუსის მაძიებლად პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს ეცნობება წერილობით გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

17. პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობის ან დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა შეწყდება, თუ:

ა) პირმა უარი განაცხადა დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობაზე ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე;

ბ) აღმოიფხვრა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ “ საქართველოს კანონის პირველ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული პირის იძულებით გადაადგილების მიზეზები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღსდგა საქართველოს იურისდიქცია;

გ) პირი გარდაიცვალა;

დ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;

ე) განცხადება შეიტანა ქმედუუნარო პირმა ან შეზღუდულქმედუნარიანობის მქონე პირმა.

18. დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობაზე ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ:

ა) არ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;

ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე;

გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;  

19. პირის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ახორცილებს დეპარტამენტი.

20. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას და მის ფოტოგრაფირებას. ფოტოგრაფირებას არ ექვემდებარება 6 წლამდე ასაკის ბავშვი.

21. პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში დეპარტამენტში უნდა ჩაუტარდეს გასაუბრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის დევნილად ცნობის საფუძვლებთან დაკავშირებით. დეპარტამენტში დანიშნულ გასაუბრებაში მონაწილეობა ასევე შეიძლება მიიღონ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებმაც. გასაუბრების დროს ივსება დადგენილი ფორმის კითხვარი, რომლის ფორმას, ასევე გასაუბრებაზე და კითხვარის ფორმის შევსებაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეეებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. მითითებულ ვადებში გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შეჩერდება დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე  პირის განცხადების განხილვა.

22. თუ განმცხადებელმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყოფნა და სხვ.) ვერ შეძლო სამინისტროში გამოცხადება, ასეთ შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სტატუსის მაძიებლის მოთხოვნით, ადგილსამყოფელზე მისვლით განახორციელოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები (გასაუბრება, კითხვარის შევსება, ფოტოგრაფირება, ანკეტის შევსება).

23. დაუშვებელია გასაუბრების დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენება.

24. დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც  ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

25. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საკითხის გადაწყვეტის სირთულიდან გამომდინარე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას სარეკომენდაციო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნის მომზადებას იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

26. დეპარტამენტი გადაწყვეტილებას პირისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს აცნობებს წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

27. დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ, დეპარტამენტის ან ტერიტორიული ორგანოს მიერ პირზე ივსება ანკეტა და ეძლევა დევნილის მოწმობა.

28. დევნილის ანკეტა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც შეიტანება მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

29. დევნილის ანკეტის შევსებასა და დევნილის მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (პირები). დევნილის ანკეტაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: დევნილის სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, დევნილის პირადი და სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე, დროებითი საცხოვრებელი ადგილი, განსახლების ფორმა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, პროფესია, წარმოდგენილი დოკუმენტების დასახელებები და მათი რეკვიზიტები. ანკეტა შეიცავს დევნილის ფოტოსურათს, გარდა 6 წლამდე ასაკის დევნილის ანკეტისა (არასრულწლოვანის პირადი ნომერი სტატუსის მინიჭებისათვის სავალდებულოა).

30. დევნილის ანკეტაში მიეთითება მისი შევსების თარიღი და ადგილი. დევნილის ანკეტას ხელს აწერს ანკეტის შემვსები პირი და დევნილი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ანკეტაში შეტანილ უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია ცვლილებისა და დამატებების შესახებ. პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, პირადი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. ანკეტას დაესმება სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი ბეჭედი.

31. არასრულწლოვანი დევნილის ანკეტას ხელს აწერს ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

32. არასრულწლოვანი დევნილის ანკეტაში დროებით საცხოვრებელ ადგილად მიეთითება ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის დროებითი საცხოვრებელი ადგილი.

33. დევნილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემები, რომლებიც სამინისტროს გააჩნია დევნილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.

34. დევნილის მოწმობა ადასტურებს პირის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

35. დევნილის მოწმობა გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე. თითოეულ დევნილს სამინისტროს მიერ ენიჭება დევნილის პირადი ნომერი და სარეგისტრაციო ნომერი.

36. დევნილის მოწმობის მიღების უფლება აქვს უშუალოდ დევნილის სტატუსის მქონე პირს, ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს. დაუშვებელია სხვა პირზე დევნილის მოწმობის გაცემა. ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის (დევნილის) შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი ხელს აწერს დევნილის მოწმობას და მის მიღებას ადასტურებს დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში ხელმოწერით.

37. დევნილის პირადი ნომერი (დევნილის საიდენტიფიკაციო კოდი) წარმოადგენს თერთმეტი ციფრისაგან შედგენილ კოდს: „00000-000000“, რომლის პირველი ხუთი ციფრი აღნიშნავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, ხოლო მომდევნო ექვსი ციფრით აღინიშნება ამ პირის რიგითი ნომერი შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან.

38. დევნილის პირადი ნომერი არის ინდივიდუალური და იგი არ შეიძლება განმეორდეს. ერთი და იგივე პირისათვის ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭება დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე კანონიერ საფუძველზე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა, გაუქმება ან სხვა პირზე მინიჭება. პირისათვის დევნილის სტატუსის შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის შემთხვევებში დევნილის პირადი ნომერი განმეორებით არ გამოიყენება.

39. დევნილის სარეგისტრაციო ნომერი რვაციფრიანია: „000-00000“. სარეგისტრაციო ნომერი ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს დევნილის საიდენტიფიკაციო კოდს. სარეგისტრაციო ნომრის პირველი სამი ციფრი აღნიშნავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, სადაც დევნილი დროებით ცხოვრობს, ხოლო მომდევნო ხუთი ციფრი არის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში 2006 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით არსებული საოჯახო ანკეტის ნომერი.

40. დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ პერსონალური (საიდენტიფიკაციო) ხასიათის მონაცემებში.

41. დევნილზე სამინისტროში არსებული არასრული პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების არსებობის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს მას ამ მონაცემების შევსება.

42. დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობაზე ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირისათვის უარის თქმის შემთხვევაში პირს ახალი განცხადებით სამინისტროსადმი მიმართვის უფლება აქვს, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო პირისათვის უარის თქმას, შეიცვალა და არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებანი, რომლებიც იწვევენ საფუძვლიან ვარაუდს, რომ პირი აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე