დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საერთო სახალხო განხილვისათვის გამოტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30-პ |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 14/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010010010.31.060.016003 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
დადგენილება
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საერთო სახალხო განხილვისათვის გამოტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი პრეზიდიუმის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი საჯარო განხილვის, შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენის მიზნით გატანილ იქნეს საერთო სახალხო განხილვისათვის.
2. საერთო სახალხო განხილვა უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 2013 წლის 8 მაისის დადგენილებით დამტკიცებულმა საორგანიზაციო კომისიამ.
3. საერთო სახალხო განხილვა განხორციელდეს 23 მაისამდე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა
თბილისი
14 მაისი 2013წ.
№30-პ
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები