„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.017275
110
16/05/2013
ვებგვერდი, 16/05/2013
290160000.10.003.017275
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №110

2013 წლის 16 მაისი

ქ.თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონის­ძიე­ბებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2009  წლის 9 დეკემბრის  №218 დადგე­ნილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგ­ლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუ­ჩერის თანდართული პირობების“:

ა)  მე-2 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„10. ამ დადგენილების ბენეფიციარებს არ წარმოადგენენ ის პირები (ოჯახები), რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, მაგრამ ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად მათი მიკუთვნება ხდე­ბა იმ მზღვეველთან, რომელსაც ვადამდე ადრე აქვს შეწყვეტილი სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა და ასეთი მზღვეველის მიერ შესასრულებელი სამედიცინო მომსახურებების მიწოდების დაფინანსებას უზრუნველყოფს სააგენტო. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება შესაბამისი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სადაზღვევო კომპანიისათვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწი­ლეობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ამ კომპანიის მიერ ვაუ­ჩერის პირობებით ან/და კონკურსის პირობების შესაბამისად აღებული ვალდებულებების სისტემატური და უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ვაუჩერის პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობაში, და როდესაც არსებობს ასეთი დარღვევების შესახებ ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურისა და/ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი დასკვნა კომპეტენციების შესაბამისად.“;

გ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს 81 და 82 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„81. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა, პროგრამიდან მხარის გასვლა შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით, რაც გულისხმობს სადაზღვევო კომპანიის და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში - უწყებათაშორისი კომისია) შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობის თანხმობას. მხარეთა თანხმობა შეიძლება ითვალისწინებდეს მზღვეველის „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესის და უწყებათაშორისი კომისიის სხვა უფლე­ბამო­სი­ლებების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირ­გა­სამ­ტეხლოს სრულად ან/და ნაწილობრივ გადახდისაგან გათავი­სუ­ფლებას ან/და  სხვა გარემოებების განსაზღვრას.

82. გადაწყვეტილებას სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შეწყ­ვეტის, ახალი კონკურსის გამართვის ან მის გარეშე სხვა სადაზღვევო კომპანიაში გადამისამართების ან/და სააგენტოს მიერ შესაბამისი სამედი­ცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად, იღებს უწყებათაშორისი კომისია. საჭიროების შემთხვევაში უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობის წინაშე მის მიერ მიღებული გადაწვეტილების შეთანხმების მიზნით.“; 

დ) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-7, მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში შეიძლება გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი, ან/და სხვა შესაბამის სადაზღვევო კომპანიასთან შეთანხმების არსებობისას განხორციელდეს მზღვეველის ჩანაცვლება ან/და სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და დაფინანსების ვალდებულება უზრუნველყოს სააგენტომ, უწყებათა­შორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზ­ღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად. ადრე გაფორმებული ხელშეკრულებით აღებული სადაზღვევო ვალდებულებები გრძელდება ახალი სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებამდე ან სააგენტოს მიერ დაფი­ნანსების უწყვეტობისათვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღე­ბული გადაწყვეტილებით აუცილებელი პირობების შესრულებამდე.“;

ე) მე-6 მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა­ქციით:

„4. სააგენტოს მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებით გა­თვალი­სწინებული პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად ერთ დაზღვეულზე წლიური სადაზღვევო პრემიის მეთორ­მე­ტედის პრინციპით, თუ უწყე­ბათაშორისი კომისიის მიერ სხვა რამ არ იქნა განსაზღვრული. ასეთი გამო­­ნა­კლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-7, მე-8 და 81 პუნქტებითა და მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

41. სააგენტოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებუ­ლება წყდება:

ა) დაზღვეული პირის გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) ბენეფიციარის მხრიდან დაზღვევაზე უარის თქმის შემთხვევაში;

გ) სახელმწიფო პროგრამაში მზღვეველის მონაწილეობის შეწყვეტისას - შეწყვეტის თვის შესაბამისი და მომდევნო თვეების პრემია;

დ) ჯანმრთელობის დაზღვევის ამ სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში.“;

ვ) მე-8 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება.“; 

ზ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია ბენეფიციართათვის დაზღვევის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობასთან სახელმწიფო პროგრამაში მზღვეველის მონაწილეობის შეწყვეტისა და ახალი კონკურსის გამართვის გარეშე მზღვეველის მიერ ნაკი­სრი ვალდებულებების სხვა მზღვეველისათვის ან მზღვეველის მიერ სამე­დი­ცინო მომსახურების დაფინანსების ვალდებულების სააგენტოსთვის გადა­ცე­მის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობის გათვალისწინებით კო­მისია ის­მენს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურის წარმომადგენლისაგან ინფორმაციას მზღვე­ველის ფინან­სუ­რი მდგო­მარეობის ან მის მიმართ სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელ­მწიფო ზედა­მხედველობის სამსახურის მიერ დროებითი ადმინისტრაციის დანი­შვნის, ლიკვიდაციის/გაკოტრების საქმისწარმოების დაწყების თაო­ბაზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის („სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი და უწყებათაშირისი კომისიის სხვა უფლებამოსილებები”):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემადგენლობას დაემატოს სსიპ -  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახალი გამარჯვებულის გამოვლენამდე ან სააგენტოს მიერ სამედიცინო სერვისების დაფინანსების უწყვეტად გაგრძელებამდე მზღვეველი ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ აღებული სადაზღვევო ვალდებულებები.“;

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვე­ვებში, განიხილოს წინადადებები და მიიღოს რეკომენდა­ციე­ბი/გადაწყვეტილებები სადაზღვევო ვაუჩერის პირობების, სადაზღვევო პერიოდის, დაზღვეული პირების ჩართვისა და დაზღვევის შეწყვეტასთან ან/და ამ პროცესის სხვა ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებულ სხვა საკი­თ­ხებზე, რომელიც უკავშირდება ამ დადგენილებითა და  „ჯანმრთე­ლობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში  0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებებს, ასევე მზღვეველი კომპანიის მიერ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ვალდებულების სააგენტოს მიერ სხვა ფორმატში გაგრძელების პირობებს. უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობასთან ამ მუხლით გათვალისწინებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვისა და მიღების უზრუნველსაყოფად, ასევე ამ დადგენილების ფარგლებში პროგრამის შეწყვეტასთან და მის თანმდევ პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციების/გადაწყვეტილებების საჭიროების შემთხვევაში შეთანხმების მიზნით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის (ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების წესი) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ სადაზღვევო პოლისების დარიგება/გაცემა ვერ განხორციელდა სადა­ზღვევო პერიოდის დაწყებამდე, მათი გაცემის ღონისძიებები გრძელ­დება სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მზღვეველი გადის პროგრამიდან.“.

მუხლი 2
 

დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2013 წლის 10 მაისიდან. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დანიშვნის დღის მომდევნო დღიდან, მაგრამ არაუადრეს ამ დად­გე­­ნილების გამოქვეყნების დღისა. 

 


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი