ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016127
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
17/05/2013
ვებგვერდი, 24/05/2013
010260020.35.112.016127
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/05/2013 - 30/07/2013)

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2013 წლის 17 მაისი

       ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №26 დადგენილება (სსმ, 16, 25/08/2010).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად აფხაზავა



დანართი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის სტატუსი
1.   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებას.
2.   სამსახური იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი (საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე) და ბლანკი.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №34.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

მუხლი 3. სამსახურის მუშაობის საერთო წესი
სამსახურის და სამსახურის თანამდებობის პირების უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონით, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით.

მუხლი 4. სამსახურის საქმისწარმოება
სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.

თავი II
სამსახურის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები

მუხლი 5. სამსახურის საქმიანობის მიზნები
1. სამსახურის საქმიანობის მიზანია მოსახლეობისა და ქონების უსაფრთხოების დაცვა, სახანძრო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, ხანძრების ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება.
2. სამსახური ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო - ტაქტიკურ სწავლებებში.

მუხლი 6. სამსახურის ფუნქციები
მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებია:
ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიაზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;
გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;
დ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 7. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფლება-მოავალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;
გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
დ) კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;
ე) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოების დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ვ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამსახურის მოვალეობაა:
ა) გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები გამგებელს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს შესაბამის კომისიას;
ბ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, წერილები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასცეს სათანადო პასუხები;
გ) უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სახანძრო, პროფილაქტიკური და სამაშველო საავარიო ღონისძიებების შესახებ;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

თავი III
სამსახურის მართვა, სამსახურის თანამშრომლები და მათი უფლება-მოვალეობები

მუხლი 8. სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ) უქმნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საიდუმლოების რეჟიმს, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

მუხლი 9. სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები.
2. სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის, არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრუ­ლების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.
3. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სამსახურის პირადი შემადგენლობა სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევათ უსასყიდლოდ, ნორმის ფარგლებში.
4. სამსახურის თანამშრომელთა დაზღვევა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით.
5. სამსახურის თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) სამაშველო-პროფილაქტიკური განყოფილების უფროსი;
გ) სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი.
დ) სამსახურის თანამშრომლები.
3. სამაშველო პროფილაქტიკური განყოფილება კურირებს ხანძრის ჩაქრობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე. აგრეთვე სამსახურის მოხელეთა შრომის დაცვის ორგანიზების საკითხებს;
4. სახანძრო-სამაშველო განყოფილება უზრუნველყოფს მორიგე ცვლების შეცვლისას საავარიო-სამაშველო ტექნიკის, მოწყობილობებისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარებას. აგრეთვე სამსახურის მოხელეთა პროფესიული მომზადების ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარებას.

მუხლი 11. სამსახურის თანამშრომელთა უფლებები
სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მომსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

მუხლი 12. სამსახურის თანამშრომელთა მოვალეობები
 სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.