„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2013
ძალაში შესვლის თარიღი 20/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016540
141
16/05/2013
ვებგვერდი, 17/05/2013
010240030.22.033.016540
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №141

2013 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1.       
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებით (ვებგვერდი, 21.09.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.033.016468) დამტკიცებული დანართი №1-ის 12.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

            □  სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი

            □  იურიდიული დეპარტამენტი

            □  ადმინისტრაციული დეპარტამენტი

            □  სამინისტროს ბიურო

            □  საბიუჯეტო დეპარტამენტი

            □  საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი

            □  ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი

            □  შიდა აუდიტის დეპარტამენტი

            □  ანალიტიკური დეპარტამენტი

            □  ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

            □  დავების განხილვის სამსახური

            □  პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური

            □  ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური“.

 

 


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2013 წლის 20 მაისიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური