დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 608 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016197 |
|
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის N53 ბრძანებით (სსმ III, 27.01.2010 წ., N9, მუხ. 101) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის: ა) ,,ი” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) ,,კ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) ,,ო” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) ,,პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პ) გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების, ასევე ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარების ორგანიზება;”; 2. მე-5 მუხლს დაემატოს ,,ჟ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ჟ) შეიარაღებული ძალების ნატოს ქვერეგისტრის ფუნქციონირება, შესაბამისი საქმისწარმოება, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, ასევე აღნიშნულ ინფორმაციასთან მუშაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;”. 3. მე-12 მუხლის: ა) ,,გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) იურიდიული განყოფილება;”; გ) ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამსახური;”; დ) ,,თ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-12 მუხლს დაემატოს ,,ი” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ი) ნატოს ქვერეგისტრი.”; 5. მე-13 მუხლის: ა) ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) საიდუმლო რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო – სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად ახორციელებს “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით” განსაზღვრულ მოთხოვნებს, კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და აკონტროლებს ყოველგვარ საიდუმლო სამუშაოთა შესრულებისას, საიდუმლო დოკუმენტებთან და ნაკეთობებთან ურთიერთობისას გასატარებელ ღონისძიებებს. აწარმოებს მის დაქვემდებარებში არსებულ არქივს და ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას. საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭდები და შტამპები;”; ბ) ,,გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) იურიდიული განყოფილება - ახორციელებს გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მოადგილეების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და ექსპერტიზას; გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტების მიერ მომზადებულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებზე ვიზირებას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას კომპეტენციის ფარგლებში; გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;”; დ) ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამსახური - უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სპორტული შეჯიბრებების და ვარჯიშების ორგანიზებას და ჩატარებას; ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარებას;”; ე) ,,თ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 6. მე-13 მუხლს დაემატოს ,,ი” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,თ) ნატოს ქვერეგისტრი - უზრუნველყოფს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას, აღნიშნულ ინფორმაციასთან მუშაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლს; ახორციელებს შესაბამის საქმისწარმოებას;”. 7. დებულებას დაემატოს მე-16 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,16. დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვედანაყოფს შეიძლება გააჩნდეს განყოფილებები. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც: ა) ანაწილებს განყოფილებაში შესულ დავალებებს; ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) შესაბამის ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.’’. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები