„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56-უ.ს.გ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 16/05/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.30.056.016031
56-უ.ს.გ.ს.
16/05/2013
ვებგვერდი, 24/05/2013
010240020.30.056.016031
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 29.06.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015) 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის გამოკლების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 1 იანვრიდან 1 ივლისამდე, უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 1 ივლისიდან 1 იანვრამდე, მაშინ - უახლოეს აპრილში. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

 

ჩაქვი,

16 მაისი 2013 წ.

N56-უ.ს.გ.ს.