ყოფილი ს.ს. „მადნეულის“ -სს „RMG Copper”-ის 95%-ზე მეტი აქციების მესაკუთრის Rich Metals Group B.V.-ს განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

  • Word
ყოფილი ს.ს. „მადნეულის“ -სს „RMG Copper”-ის 95%-ზე მეტი აქციების მესაკუთრის Rich Metals Group B.V.-ს განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 155/1
დოკუმენტის მიმღები სს „RMG Copper“
მიღების თარიღი 14/05/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
155/1
14/05/2013
ვებგვერდი, 15/05/2013
ყოფილი ს.ს. „მადნეულის“ -სს „RMG Copper”-ის 95%-ზე მეტი აქციების მესაკუთრის Rich Metals Group B.V.-ს განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
სს „RMG Copper“

ყოფილი სს „მადნეულის“

სს „RMG Copper”-ის 95%-ზე მეტი აქციების მესაკუთრის Rich Metals Group B.V.-ს

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

 

ს „ RMG Copper”-ის (ს/კ 225358341) ხმის უფლების მქონე აქციათა 95% -ზე მეტის მესაკუთრე Rich Metals Group B.V. აცხადებს, რომ მას სს RMG Copper”-ის აქციათა სრული 100 პროცენტის შევსების მიზნით, განზრახული აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით და დანარჩენი (მინორიტარი) აქციონერებისაგან გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს RMG Copper”-ის აქციები. აღნიშნულთან დაკავშირებით, Rich Metals Group B.V. წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად განცხადებით მიმართავს სასამართლოს.

სს RMG Copper”-ის აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად.

სს RMG Copper”-ის აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ Rich Metals Group B.V. ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, სს RMG Copper”-ის მინორიტარ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სს RMG Copper”-ის მინორიტარ აქციონერებს ეცნობებ ათ კანონით გათვალისწინებული წესით, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილი აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

სს RMG Copper”-ის აქციათა გამოსყიდვის მიზეზს წარმოადგენს RMG ჯგუფში შემავალი კომპანიების  და მ.შ. სს RMG Copper”-ის რესტრუქტურიზაციის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაციის, მართვის ოპტიმიზაციისა და ინვესტიციების მოზიდვის პროცესში ინვესტორის მოთხოვნა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ Rich Metals Group B.V. -ის  წარმომამდგენლებ ს, მისამართზე: თბილისი, ე. ტატიშვილის ქ. 3/5. ტელეფონი: 2 47 45 45 ან აქციათა რეგისტრატორს – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, მისამართზე თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა (მოსაშვილის 11), ტელეფონი: 222-53-51; 225-15-60. თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყოველდღე, დასვენების და უქმე დღეების გარდა, 12.00 საათიდან 17.00 საათამდე.