სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება

  • Word
სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება
დოკუმენტის ნომერი 13/70
დოკუმენტის მიმღები სს „თელიანი ველი“
მიღების თარიღი 13/05/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
13/70
13/05/2013
ვებგვერდი, 14/05/2013
სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება
სს „თელიანი ველი“

სს „თელიანი ველის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლის 3 ივნისს , დღის 18:00 საათზე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ 2-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.

სააქციო საზოგადოება „თელიანის ველის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 25 აპრილი.

 

დღის წესრიგი:

1.  2012 წლის წლიური ანგარიში:

ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული 2012 წლის წლიური ფინანსური შედეგების წარმოდგენა;

ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების  მიღება.

2. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.

3. 2013 აუდიტორული კომპანიის არჩევა .

4. სხვადასხვა.

 

რეკომენდაციები

 

დღის წესრიგის პირველ  საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს 2012 წლის წლიური ანგარიში

 

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს გენერალური დირექტორის 2012 წლის ანგარიში

 

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

საბჭო იძლევა რეკომენდაციას, რომ 2013 წლისთვის არჩეულ იქნეს აუდიტორული კომპანია  „Ernst & Young“  LLC, რომელმაც ჩაატარა წინა წლების აუდიტიც.

 

სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი 2, მე-5 სართული. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2013 წლის 3 ივნისს , 17:00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნ ს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციების რეგისტრატორთან, სს „კავკასრეესტრში”, 2013 წლის 24 მაისიდან შემდეგ მისამართზე:  საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 74ა.

 

 

 

გენერალური დირექტორი                                                   შოთა ხობელია