გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/05/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016157
28
10/05/2013
ვებგვერდი, 16/05/2013
010260050.35.148.016157
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                   

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2013 წლის 10 მაისი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. განესაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;
ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად;
გ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის;
დ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისათვის.
2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს თუნდაც ერთს, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:
ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) შეხვედრის თემატიკა.
მუხლი 3. გარდამავალი დებულებანი
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №3 დადგენილება.

მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან.


საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე