„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/05/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.148.016154
25
10/05/2013
სსმ, 16/05/2013
010260020.35.148.016154
„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                   

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2013 წლის 10 მაისი

ქ. გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №21 დადგენილებაში (სსმ, 11, 13/08/2010; 010260020.35.148.000230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე მატერიალურ ტექნიკურად უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საქმიანობას.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“, ,,ს“, ,,ტ“, ,,უ“ და ,,ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე