დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს–აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.037.016017 |
|
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ და ,,შ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №9/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 19.08.2009 წ., №103, მუხ. 1152) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი; ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. დირექტორის დროებით არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს აპარატის თანამშრომელი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები