დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 464 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/11/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 07/11/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.020.000.04.001.003.306 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 24.01.2004, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაზე;“;
ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც ტარდება ამ ორგანოთა სხდომები – სხდომების მთელ პერიოდში;“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 1 ნოემბერი.
№464–რს
დოკუმენტის კომენტარები