დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 133 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/05/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016534 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/05/2013 - 31/12/2013)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
2.
22-ე მუხლის:
|
ა)
მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში.“; |
ბ)
მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
3.
36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (დანართი №VII-01) გამოყენებით.“. |
4.
თავი X ამოღებულ იქნეს. |
5.
51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ან: ა) ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით; ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში - ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით - სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების იმპორტისას.“. |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები