„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016784
291
07/05/2013
ვებგვერდი, 10/05/2013
010340000.08.002.016784
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №291

2013 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III ნაწ., 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის:
ა) 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) ესკადრილიის მეთაური (მფრინავი);

ი) ცენტრის უფროსი (ბორტინჟინერი).“;

ბ) 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ესკადრილიის მეთაურის მოადგილე (მფრინავი-ინსტრუქტორი);“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი