დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 სექტემბრის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.017271 |
|
„შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 სექტემბრის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 სექტემბრის N362 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 07/09/2012, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017035) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური წესის დანართი N1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები