დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017270 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, მუხლი 462) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ჰ.კ“-„ჰ.პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლში: ა) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები: „ს) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ტ) ანალიტიკური დეპარტამენტი; უ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური.“. 3. 23-ე მუხლის „ჟ-რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. 44-ე და 45-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 47- 49 მუხლები: „მუხლი 47. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა; გ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; დ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; ე) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ვ) სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, მოსამსახურეთა გადამზადების (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ი) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა. მუხლი 48. ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საჯარო ფინანსების სექტორში შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის გაუმჯობესება და მისი სტანდარტიზაცია; ბ) საჯარო ფინანსების სექტორში პოლიტიკის ანალიზის სისტემის დანერგვა და მისი სტანდარტიზაცია. მუხლი 49. ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს ინფორმაციული აქტივების აღწერა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მათზე წვდომის წესების განსაზღვრა; ბ) სამინისტროს ინფორმაციული აქტივების დაცვა; გ) ინფორმაციის დამუშავების ინფრასტრუქტურაში არსებული სისუსტეების მართვა; დ) საფრთხეების და ინციდენტების მართვა, რომლებსაც გავლენა შეუძლიათ მოახდინონ სამინისტროს ინფორმაციულ რესურსებზე; ე) უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების მომზადება და მათი მეშვეობით სამინისტროს საინფორმაციო რესურსების სათანადო გამოყენების უზრუნველყოფა; ვ) ინფორმაციის დაცვის სფეროში თანამშრომლებისათვის მათი ვალდებულებების გაცნობა; ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოსათვის ანგარიშების, სხდომების ოქმებისა და დღის წესრიგის მომზადება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 20 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები