დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017269 |
|
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 460) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის ,,შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.დ“ და „გ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.ე“, „გ.ვ“ და „გ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;“; ბ) მე-2 პუნქტის ,,ჰ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ8) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;“; გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ10“ და ,,ჰ11“ ქვეპუნქტები: ,,ჰ10) ადგენს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ახორციელებს მის შეფასებასა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას; ჰ11) ამოწმებს მკაცრი აღიცხვის დოკუმენტების ენობრივ სისწორეს, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,შ1“ ქვეპუნქტი: ,,შ1) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესს;“. 3. მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 41 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ“ ქვეპუნქტი: ,,ქ) სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობის დადგენა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, მისი შეფასება და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი: ,,თ) სამინისტროს შესახებ პერიოდული გამოცემების, ინტერნეტ გამოცემებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძველზე ყოველდღიური დაიჯესტის მომზადება.“; გ) მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) ამოწმებს, სცილდება თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმას სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილი სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები;“; დ) მე-9 პუნქტის: დ.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;“; დ.ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი: ,,მ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები