დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იმ პირთა განსაზღვრის თაობაზე, რომელთაც შესაძლებელია გადაეცეთ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.10.003.017266 |
|
| მუხლი 1 |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, რომ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) და შპს „საკრედიტო ისტორიათა ქართულ ბიუროს“ (ს/ნ 401963096) გადასცეს იდენტიფიცირებული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 2. სს „კრედიტინფო საქართველო“ (ს/ნ 204470740) და შპს „საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო“ (ს/ნ 401963096) უფლებამოსილები არიან, რომ კომერციულ ბანკს გადასცენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ შემოსავლების სამსახურის მიერ გადაცემული იდენტიფიცირებული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ პირთა განსაზღვრის თაობაზე, რომელთაც შესაძლებელია გადაეცეთ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №295 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები