სს „ხალიბის“ რიგგარეშე აქციონაერთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „ხალიბის“ რიგგარეშე აქციონაერთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ხალიბი“
მიღების თარიღი 02/05/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
02/05/2013
ვებგვერდი, 07/05/2013
სს „ხალიბის“ რიგგარეშე აქციონაერთა კრების მოწვევის შესახებ
სს „ხალიბი“

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „ხალიბის“ რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „ხალიბის“ დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერების რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 30 მაისს 14:00 საათზე, სს „ხალიბის“ იურიდიულ მისამართზე მდებარე: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა №24.

სააქციო საზოგადოება „ხალიბის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 13 აპრილი.

 

დღის წერიგი:

1 . დივიდენდის განაწილება და რეინვესტირება.

2. საწარმოს წესდებაში ცვლილებების შეტანა – სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმება.

3. საწესდებო კაპიტალის შემცირება.

 

მითითება აქციონერთა საერთო კრების პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით:

ა)  აქციონერს საერთო კრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირადობის მოწმობისა და აქციათა რეესტრის მონაცემების წარმოდგენის საფუძველზე ;

ბ) წარმომადგენლობა დასაშვებია მხოლოდ წერილობითი მინდობილობის საფუძველზე ,

გ) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს მისი კრებაშია მონაწილეობის უფლება აქციონერთა რეესტრში, სს „ხალიბის“ აქციათა დამოუკიდებელ რეგისტრატორთან „საქართველოს რეგისტრატორი“ მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელ.: 222-53-52; 291-3142

 

დირექტორის რეკომენდაციები

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით – თანხის ნაწილი განაწილდეს აქციონერებს შორის დივიდენდის სახით, ხოლო მეორე ნახევრით მოხდეს ახალ  ბიზნესში რეინვესტირება.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით – შევიდეს ცვლილება სააქციო საზოგადოების წესდებაში გაუქმდეს სამეთვალყურეო საბჭო და მისი ფუნქციები შეითავსოს დირექტორმა და აქციონერთა კრებამ.

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით – შემცირდეს საზოგადოების საწესდებო კაპიტალი აქციონერთა კრების მიერ დამტკიცებული ოდენობით.

 

სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები:

აქციონერთა კრებამ განიხილოს წინამდებარე საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

დირექტორი                                  აბესალომ მაისურაძე