დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016127 |
|
„თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 8505.5 ათ. ლარით.“. 2. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს 7984,7 ათ. ლარით. “. 3. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „2.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1 „შემოსავლები“ განისაზღვროს 7784,7 ათ.ლარით. “. 4. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვროს 8505,5 ათ. ლარით. “. 5. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.8. „გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოვლა-შენახვისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ხარჯი განისაზღვროს 452,4 ათ.ლარით;“. 6. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.10. „სოფლად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ ხარჯი განისაზღვროს 396,2 ათ.ლარით;“. 7. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.11. „ დასუფთავების ღონისძიებების“ ხარჯი განისაზღვროს 485,4 ათ.ლარით; “. 8. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს „3.52“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „3.52 „სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ ხარჯი განისაზღვროს 5.3 ათ.ლარით; “. 9. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილების დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ა) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად; გ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად; დ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით განისაზღვროს დანართი №4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
,,დანართი №1
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
“. |
„დანართი №2
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები
|
“. |
დანართი №3
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის
ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
|
დანართი №4
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები