„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016573
53/ნ
02/05/2013
ვებგვერდი, 08/05/2013
430010000.22.022.016573
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №53/ნ

2013 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“  (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ პუნქტი:

,,ე1) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.“

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-84 მუხლი:

,,მუხლი 84. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდის  ქართული ენისა  და ლიტერატურის საგნის ჩაბარება

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ პირს უფლება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს მხოლოდ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის  გამოცდა.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვ.) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.“;

გ) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.“;

დ) 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, ხდება აბიტურიენტთა შესაბამისი რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე.“;

ე) 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად.“;

ვ) მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. აბიტურიენტს, რომლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლება აღიარებული იქნება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების შესაბამისად, 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უფლება აქვს, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად ჩააბაროს აფხაზური ენა და ლიტერატურა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაცვლად აფხაზური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების სურვილი აბიტურიენტმა უნდა გამოთქვას შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ მაისამდე.“;

ზ) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

,,12. 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით აბიტურიენტის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება 2013 წლის 8 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი