დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.027.016427 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანებით (სსმ, №132, 13/10/2010 წ., მუხ.1916) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ-ლოჯიქის“ ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.“. 2. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კანონდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ-ლოჯიქის“ საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ბალანსის შედგენა, „სმართ-ლოჯიქის“ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვები და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი, აგრეთვე მისი მატერიალურ-ტექნიკური საკითხების კოორდინაცია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები