დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
მიღების თარიღი | 30/04/2013 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.132.016172 |
|
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: |
1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (სსმ V, №46, 3.11.2010, მუხ.1356) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას 22-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების განხორციელების საკითხები 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ავტომანქანების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მითითებულ უახლოესი პარკირების ადგილზე გადაყვანას. თუ შეუძლებელია უახლოესი პარკირების ადგილზე გადაყვანა, მაშინ სააგენტო ავტომანქანას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე. 2. წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტომანქანების გადაყვანას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ ახორციელებს უსასყიდლოდ. 3. წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მოსარგებლე) თავისუფლდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის საფასურის გადახდისაგან. 4. წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტომანქანების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს საპატრულო პოლიციას. 5. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული რეგულაციები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ადგილი აქვს პარკირების წესების დარღვევას და მოცემული დარღვევისათვის გათვალისწინებულია ავტომანქანის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები