თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 30/04/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016171
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
30/04/2013
ვებგვერდი, 08/05/2013
010250020.35.132.016171
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/05/2013 - 11/04/2018)

 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №20

2013 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი


 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და  „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თანდართული წესი.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრივა­ტი­ზე­ბა, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემა, როგორც წესი, განხორციელდეს ელექტრონული აუქ­ციონის ფორმით, თუ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მისი საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი



დანართი

 


თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში

არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შე­სახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუ­მის საკუთრებაში არსებული ქონების პრივა­ტი­ზე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლებით გა­და­­ცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუ­მის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტ­რო­ნული აუქციონის ფორმით პრივა­ტი­ზე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლებით გა­და­­ცემისას ასე­ვე გამოიყენება თვითმმართველი ქა­ლა­ქის ბათუმის საკრებულოს მიერ დადგე­ნი­ლი თვით­მ­მა­­რთველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფო­რ­მით პრივა­ტი­­ზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესები წინამდებარე წესის თავისებურე­ბა­თა გათვალისწინებით.
3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრი­ვა­ტი­ზე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მი­ზანია საკუთრების, სარგებლობის, მართვის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მო­ნაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში თვითმმართველ ქალაქ ბათუმს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოც­ხა­დდა პირობებით, საკუთრების, სარგებლობის, მართვის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქ­ცი­ონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადე­ბუ­ლი პირობები და ვაჭრობის პროცესში თვითმმართველ ქალაქ - ბათუმს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მო­ნაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.

მუხლი 2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრივა­ტი­ზების, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის გამოც­ხა­დების/ჩა­ტა­რე­ბის ორგანიზებას ახორციელებს სააუქციონო კომისია.
2. სააუქციონო კომისია თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ქონების პრივატიზების, სარ­გებლობის, მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ინფორმაციას აქვეყნებს თვითმმართველი ქა­­ლაქის - ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე და ვებგვერდზე  www.eauction.ge, რაც ინფორ­მა­ციის ოფი­ცი­ა­ლურ გამოქვეყნებად ითვლება.
3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატი­ზები­სას გამოსაქვეყნებელი ინ­­­ფორ­მაცია უნდა შეიცავდეს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო სა­ფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს;
კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩა­თ­ვლის მიზანშეწონილად.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებ­ლო­ბაში გადაცემისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს;
კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას;
ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მი­ზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავ­დეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს საზო­გადოების კაპიტალში;
ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.
6. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმა­ცია უნდა შეიცავდეს:
ა) მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) იმ იურიდიული პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართსა და საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემაც ხორციელდება;
გ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირე­ბუ­ლებას;
დ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, საწარ­მოში თვითმმართველი ქალაქი ბათუმის წილის ოდენობას, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;
ე) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
ვ) მართვის უფლებით გადაცემის საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
თ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ი) მართვის უფლებით გადაცემის პირობებს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) ბიჯის სიდიდეს;
ლ) მართვის უფლებით გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და მისამართს;
მ) მართვის უფლებით გადაცემის ვადას;
ნ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც მართვის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

მუხლი 3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან აუქციონის გამოც­ხ­ა­დების შესახებ სამართლებ­რი­ვი აქტით განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინ­ტე­რე­სე­ბულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძ­ლე­ვათ გაა­კე­თონ სასურველი ფასის შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე - www.eauction.ge - დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხ­მობის გაცხადება;
გ) ბეს თა­­ნ­­ხის გადახდა ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/ გააქ­ტიურება.
3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების პრივატი­ზე­ბი­სთვის, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქცი­ონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს/ გაააქტიუროს ან/და ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრი­­ვატიზებო, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მყიდველად, მოსარ­გებ­ლედ, მართვის უფლებით მიმღებად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.

მუხლი 4. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე (www.eauction.ge), ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტა­ტუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მო­მენტი.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რე­ჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქ­სირ­დება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყვე­ლაზე მაღალ ფასს. ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადა­ცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრუ­ლების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუს­ტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძე­ლ­დე­ბა 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუ­თის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გა­მო­ც­ხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 2 წუთი­სა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოად­გი­ნოს, გაააქტი­უ­როს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწი­ლეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში აუქციონში გამარჯ­ვე­ბუ­­ლსა და გამყიდველს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება აუქციონში გამარჯვების დამადას­­ტურებელი ოქმის გაფორმების თარიღი, თანხის სრულად გა­დახ­დის თარიღი და ქონების გა­დაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

მუხლი 5. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუ­ს­ტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზე­ზე­ბის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან თვითმმართველი ქალაქის - ბა­თუ­მის აღმასრულებელ ორგანოს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირ­ველი პუნქტის „ ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუ­ნ­დება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობე­ბით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრე­ბის, სარგებლობის, მარ­თ­ვის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში - საკუთრე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
4. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
5. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ დრო­ში გადაიხადოს შეძენილი, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადაცემული ქონების ღი­რებულება.

მუხლი 6. ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქ­ცი­ო­ნ­ში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამო­უ­ხ­მობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც გააქ­ტიუ­რე­ბის (ელექტ­რო­ნუ­ლად), ასევე წარმოდგენის საშუალებით.
2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გა­დახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორ­მა­ციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შე­სა­ხებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის სა­ფუძ­ველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხე­ლ­მისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშ­ნუ­ლი ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცე­მე­ბის სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადა­დის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტი­კუ­რი ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გადახდის გვერდზე გამოდის შე­საბამისი შეტყობინება.

მუხლი 7. დავების გადაწყვეტის წესი
ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილე­ბა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.