,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320020.35.133.016084
07
30/04/2013
ვებგვერდი, 10/05/2013
010320020.35.133.016084
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2013 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 05/11/2012წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010320020.35.133.016069) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ამოღებულ იქნეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №20 დადგენილების მე-3 პუნქტი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და მისი  მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკახაბერ სირაბიძე

„დანართი №2
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

გამგებელი

2650

2

გამგებლის მოადგილე

1300

3

სამსახურის უფროსი

1000

4

სამსახურის განყოფილების უფროსი

810

5

გამგებლის თანაშემწე (უფროსი საჯარო თანამდებობის პირი)

790

6

მთავარი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი)

560

7

წამყვანი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი)

530

8

გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ინსპექტორი (უფროსი საჯარო თანამდებობის პირი)

790

9

გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის (წამყვანი სპეციალისტი) მორიგე ცვლის უფროსი

560

10

გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის  სპეციალისტი (მეხანძრე, მაშველი, მძღოლი, საქმისმწარმოებელი, დისპეტჩერი-მეელსმენე)

530

11

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის რწმუნებული

1000

12

ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი)

460

13

ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი)

360

14

დამხმარე მოსამსახურე - მძღოლი

500

15

დამხმარე მოსამსახურე - დამლაგებელი

350

“.