დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგარეჯოს მინიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.165.016088 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/05/2013 - 12/02/2015)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი თანდართული რედაქციით (შეთანხმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან – 2013 წლის 11 მარტის წერილი №451134). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი |
თავი I
ზოგადი დებულება |
მუხლი 1.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტეკნიკურ სწავლებებში. |
მუხლი 2.
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები |
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ , საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ , ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ , საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, აგრეთვე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების (თანამდებობის პირთა) სამართლებრივი აქტები. |
მუხლი 3.
მოსამსახურეთა სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები |
1.
მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით. |
2.
მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანელის წინაშე. |
3.
უკანონო ბრძანებების ან მითითებების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. |
4.
მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში. |
5.
მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შერულებისათვის, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
6.
მოსამსახურეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას. |
7.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად. |
8.
სამსახურის საშტატო რიცხოვნება და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს საშტატო ნუსხით. |
მუხლი 4.
სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობები |
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები: |
1.
სამსახურის უფროსი – 1; |
2.
მთ.სპეციალისტი – 1 (მოადგილე სამსახურის დარგში); |
3.
მთ.სპეციალისტი–1 (ზედამხედველობის დარგში); |
4.
სპეციალისტი – 1 (მექანიკოსი ); |
5.
მთავარი სპეციალისტი – 3 (მორიგე ცვლის უფროსი); |
6.
წამყვანი სპეციალისტი – 12(მეხანძრე – მაშველი); |
7.
წამყვანი სპეციალისტი – 9 (მძღოლი); |
8.
სპეციალისტი – 3 (მეელსმენე). |
მუხლი 5.
მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება |
1.
სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის: |
ა)
უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრეების სპეციალური დაწყებითი მომზადება); |
ბ)
უფროსი და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება. |
2.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მომსახურეთა სწავლების ორგანიზებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. |
თავი II სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და თანამდებობრივი გადაადგილება
|
მუხლი 6.
სამსახურში მიღების წესი |
1.
სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები 18-დან 35 წლამდე, რომელთაც აქვთ არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს. |
2.
მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
3.
სამსახურის უფროსი და მოსამსახურეების თანამდებობაზე ინიშნებიან გამგებლის ბრძანებით , ,,საჯარო სამსახური შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |
მუხლი 7.
შეზღუდვები სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით |
სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: |
1.
ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა; |
2.
იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; |
3.
სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე; |
4.
სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობების დაკავების უფლება; |
5.
სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯამრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს. |
თავი III
სამსახურებრივი დისციპლინა |
მუხლი 8.
სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა |
სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების შესრულებას. |
მუხლი 9.
რეაგირების ძალების თანამშრომელთა მუშაობის რეჟიმი, დასვენება და ზღვრული ასაკი |
1.
მეხანძრე-მაშველის მუშაობის რეჟიმი ყოველდღიური საქმიანობისას დგინდება შინაგანაწესით, მორიგეობის გრაფიკით, სწავლებისა და სხვა სპეციალური მომზადების ღონისძიებების განრიგით. |
2.
მეხანძე-მაშველის მუშაობის რეჟიმი უნდა აკმაყოფილებდეს შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. |
3.
საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს (აპარატის) თანამშრომელთათვის ზღვრული სამუშაო ასაკი განისაზღვრება 65 წლით, ხოლო მეხანძრე-მაშველისათვის 55 წლით. |
მუხლი 10.
სამსახურის უფროსის ფუნქციები სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში |
სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია დაქვემდებარებული მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე. იგი ვალდებულია: |
1.
შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები; |
2.
ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შერულების პასუხისმგებლობის გრძნობა; |
3.
უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივ საქმიანობაში; |
4.
პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირის ღირსებას. |
თავი IV
სამსახურის გავლის პირობები |
მუხლი 11.
სამუშაო დროის ხანგრძლივობა |
სამსახურში დადგენილია ორმოცსაათიანი სამუშაო კვირა. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეთათვის დადგენილია ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო ( მუშაობის დაწყების და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის შესაბამისად. |
მუხლი 12.
მოსამსახურეთა შვებულება |
მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებით საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით. |
თავი V წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა |
მუხლი 13.
წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი |
1.
წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი აღძრავს შუამდგომლობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შუამდგომლობას მოსამსახურის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ. |
2.
წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
3.
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების შესახებ მოსამსახურეებს ეცნობება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით. დისციპლინური პასუხისმგებლობის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. |
4.
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნა პირად საქმეში შეტანით. |
5.
თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. |
მუხლი 14.
სამსახურში მიღება და გათავისუფლება |
მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და სამსახურიდან გათავისუფლება ხორციელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. |
თავი VI
მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები |
მუხლი 15.
მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება |
1.
მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივი სარგოს დადგენის განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს. |
2.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები