„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის №18 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016109
20
30/04/2013
ვებგვერდი, 07/05/2013
010250050.35.166.016109
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის №18 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2013 წლის 30 აპრილი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის №18 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ მე-7 მუხლის თანახმად, საკრებულოს წევრებზე ფინანსური კომპენსაცია უნდა გაიცეს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების თანაფარდობით და არა საკრებულოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილება ეწინააღმდეგება კანონს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. გარდა ამისა, საკრებულოს წევრთა მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა შესაძლებელია უფლებამოსილი პირის  (ორგანოს) მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი „დაუშვებელია ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა)“, ხოლო იმავე კანონის  25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „თუ ნორმატიული აქტი მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს.“

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე,  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 601 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 26 აპრილის №538 მომართვის გათვალისწინებით, 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბათილად იქნეს ცნობილი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ 2013 წლის 5 აპრილის №18 დადგენილება (სსმ, 12/04/2013, 010250050.166.016107) მისი ძალაში შესვლის დღიდან.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი