დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016121 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 04/03/2013. სარეგისტრაციო კოდი:010250020.35.108.016117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“; |
ბ)
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“; |
გ)
დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი “; |
დ)
დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ან საკრებულოს აპარატში ვაკანსიის არსებობის ან/და საშტატო ერთეულის დამატების საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ ან/და საკრებულოს აპარატში შტატის დამატების შესახებ და კომისიას წარუდგენს ინფორმაციას (არსებული ან/და დამატებული თანამდებობის სამუშაოს აღწერით (დანართი №3)) ვაკანსიის არსებობის შესახებ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანსიის არსებობის ან/და საშტატო ერთეულის დამატების საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელსაც თან ერთვის არსებული ან/და დასამატებელი თანამდებობის საჭიროების დასაბუთება და სამუშაოს აღწერა (დანართი №3). განხილვის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ ან/და შტატის დამატების შესახებ და კომისიას წარუდგენს ინფორმაციას (არსებული ან/და დამატებული თანამდებობის სამუშაოს აღწერით (დანართი №3)) ვაკანსიის არსებობის შესახებ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს.“;
|
ე)
დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებლის ვაკანსიის არსებობის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში) ან გამგებელს (გამგეობის საჯარო მოხელეთა ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში) კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.“; |
ვ)
დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.“. |
2.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები