ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის შექმნის შესახებ

ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017262
99
26/04/2013
ვებგვერდი, 30/04/2013
010220020.10.003.017262
ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №99

2013 წლის 26 აპრილი

   ქ. თბილისი

 

ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1
საქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლებისა და საქ­მი­ანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუ­ხ­ლის პირველი პუნქტის შესაბამისად და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ნინო შარაშიძე – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ქეთევან კორძახია – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი;

ნოე მეგრელიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;

გოგიტა გვენეტაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

მამუკა ბარათაშვილი   –    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

ნინო მიქანაძე  – სსიპ ‑ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;

მადონა ჯორბენაძე  –  სსიპ ‑ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი;

თეიმურაზ მელქაძე   –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს დაგეგმვის განყოფილების უფროსი;

ვასილ წაქაძე  –    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

კახაბერ გვანცელაძე  –  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;

ლუიზა ბუბაშვილი  –  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

ზურაბ კიკალია   –  საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს უფროსი;

ლელა სტურუა    –  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი;

ხათუნა კეკელაშვილი  –   სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკული დაავადებების, ტრავმატიზმის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი;

ირაკლი ჯიბლაძე –  ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე;

შალვა ოგბაიძე    –  ა(ა)იპ „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ პრეზიდენტი;

მიხეილ ხმალაძე   –  სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი.

                 

მუხლი 2
კომისიამ საქართველოს მთავრობას ორი თვის ვადაში წარუდგინოს „საქართველოში სატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 3
 

დამტკიცდეს ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კო­მისიის თანდართული დებულება.

მუხლი 4
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კო­მისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კო­მისია (შემდგომში - კომისია) იქმნება „საქართველოში  სატრანსპორტო  საშუალებებიდან  გარემოს  დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრულ დროში შემუშავების მიზნით.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს  კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) პროგრამის შემუშავების პროცესში ავტოტრანსპორტიდან ატმოსფე– რული ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ფაქტორების გათვალისწინება და გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების  შემუშავება;

ბ) პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფების და მათი სამუშაო განრიგის განსაზღვრა, რომლებიც შეიმუშავებენ თითოეული ღონისძიების განხორციელების გეგმას;

გ) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების კონკრეტული შემსრულებლებისა და შესრულების ვადების განსაზღვრა;

დ) შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე,  შე­ს­აბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება და უფლება­მო­სი­ლი ორგანოებისთვის წარდგენა;

ე) საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება შესაბა­მი­სი ორგანოების მიერ ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების კანონ­მდე­ბ­ლობით დადგენილი წესით გადასინჯვის მიზნით.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელ­შემწყობი ღონისძიებების შემუშავების პროცესში შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს ყველა საჭირო ინ­ფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულ­ყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის  მიზნით მოაწყოს სამუშაო შე­ხ­ვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შე­იმ­უშ­ა­ოს დასკვნები, წინადადებები, რეკომენდაციები და წარადგინოს განსახილველად საქ­არ­თვ­ელოს შესაბამის უწყებებში და მთავრობის სხდომაზე;

დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდო­მა­ზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინ­ტე­რ­ე­სებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექს­პ­ერ­ტები და სხვა პირები.

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

მუხლი 5. კომისიის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდ­ო­მ­არის გადაწყვეტილებით ან ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფ­უძ­ველ­ზე.

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მი­სი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად - კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ეს­წ­რ­ება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბ­რა­ლო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამ­წყ­ვ­ე­ტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.