დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.037.016014 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016009) დამტკიცებულ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტი; ბ) 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - ეკონომიკური ან სამართალმცოდნეობა ან საბუნებისმეტყველო - ტექნიკური მეცნიერებები; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური, ან რუსული, ან გერმანული ან ფრანგული;“; გ) 31-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - PR მენეჯმენტი ან ჟურნალისტიკა; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;“; დ) 311-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - PR მენეჯმენტი ან ჟურნალისტიკა; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;“; ე) 34-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - სამართალმცოდნეობა, ან ტექნიკური, ან ეკონომიკური, ან ჰუმანიტარული, ან სამედიცინო, ან სოციალური მეცნიერებები, სასურველი - სამართალდაცვის სფერო, ან სამხედრო განათლება; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური, ან რუსული, ან გერმანული, ან ფრანგული;“; ვ) 35-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - სამართალმცოდნეობა, ან ტექნიკური, ან ეკონომიკური, ან ჰუმანიტარული, ან სამედიცინო, ან სოციალური მეცნიერებები, სასურველი - სამართალდაცვის სფერო, ან სამხედრო განათლება; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური, ან რუსული, ან გერმანული, ან ფრანგული;“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები