„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 55/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016575
55/ნ
08/05/2013
ვებგვერდი, 13/05/2013
430210000.22.022.016575
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №55/ნ

2013 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის № 213/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 111228016, 28/12/2011 , სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016250) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

1. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად აკადემიური საბჭოს დარჩენილი ვადით.“.

2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად წარმომადგენლობითი საბჭოს დარჩენილი ვადით.“

3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, რეგენტთა საბჭოს წარდგინებით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო.“.

4. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

,,9. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“.

5. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ან წევრი შეიძლება იყოს სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული ან სრული პროფესორი.”.

6.  42-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;“.

ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სტუდენტის მიერ სამხედრო სავალდებულო  სამსახურის ნებაყოფლობითი მოხდის სურვილის  შემთხვევაში სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევისას, რომელიც გამორიცხავს სასწავლო პროცესში მონაწილეობას;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი