„ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 29/04/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.52.101.016088
21
29/04/2013
ვებგვერდი, 02/05/2013
010260020.52.101.016088
„ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №21

2013 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №11 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/02/2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.52.101.016078) (შემდომში - ბრძანება) და ბრძანებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების“:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულება (შემდგომში - დებულება) „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.“:

ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1 ქვეპუნქტი:

 „ვ1) ქმნის გამგეობის ან გამგებლის, ასევე რაიონის ტერიტორიული ერთეულის უბნის სამსახურის (განყოფილების) სათათბირო ორგანოს, ამტკიცებს სათათბირო ორგანოს დებულებასა და შემადგენლობას;“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ხელმძღვანელობს სამხედრო განყოფილების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას;“;

დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;“;

ე) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. აპარატის მართვა

აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.“;

ვ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;

ზ) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბიუჯეტო წელს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენა. კოორდინაციის გაწევა და დოკუმენტაციის მომზადება - შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. სსიპ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ კანონმდებლობით დამტკიცებული წესისა და ფორმების შესაბამისად ანგარიშების წარდგენა.“;

თ) 34-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. განყოფილების მართვა

1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს;

გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა  წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას;

ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;

ზ) პასუხს აგებს სამსახურის საქმიანობაზე;

თ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე.“;

ი) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;

კ) 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის  მიღება, პირველადი და შესრულებული სამუშაოს შემოწმება.“;

ლ) 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის (განყოფილების) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.“;

მ) 49-ე მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) თავმჯდომარეობს საბურთალოს რაიონის ტერიტორიული ერთეულის – დიღომი-ვაშლიჯვრის უბნის სათათბირო ორგანოს;“;

ნ) 55-ე მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

1) თავმჯდომარეობს საბურთალოს რაიონის ტერიტორიული ერთეულში – ვეძისი-ყაზბეგი-გოთუა-საბურთალოს ქუჩის უბნის სათათბირო ორაგანოს;“;

ო) 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის (განყოფილების) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.“;

პ) 61-ე მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

1) თავმჯდომარეობს საბურთალოს რაიონის ტერიტორიული ერთეულის – კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანის უბნის სათათბირო ორგანოს;“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა