„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.017260
95
25/04/2013
ვებგვერდი, 29/04/2013
010140010.10.003.017260
„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №95

2013 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილების (სსმ,  19.10.2010, მუხ. 1951) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას მიგრაციის საკითხთა სამთავ­რობო კომისია (შემდგომში ‑ კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ‑ კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის თა­ნათავმჯდომარე;

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოად­გილე;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი­ნისტრის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაად­გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგი­ლე;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მი­ნისტრის მოადგილე;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკით­ხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი