„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.017259
94
25/04/2013
ვებგვერდი, 29/04/2013
380050000.10.003.017259
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №94

2013 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მო­პოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლე­ბის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) დამტკი­ცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 71 მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებო­ბისას და იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლი­ცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეუ­ლის მოპოვების ჯამური, წლიური მინიმალური ან/და მაქსიმალური მოცულობის ან ყოველდღიური (დღე-ღამური) ან სხვაგვარი მოცულობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის საჭიროებას, ან ლიცენზიის მფლობელისთვის წარმოშობს სალიცენზიო პირობით დადგენილი სა­სარგებლო წიაღისეულის შესწავლის  ან/და მარაგების დამტკიცების ვა­დებ­ში ცვლილების შეტანის საჭიროებას (ასეთი ცვლილებით გათვალის­წინებული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუ­ხ­ლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას), ლი­ცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი