საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამდივნოს (სამმართველოს) უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამდივნოს (სამმართველოს) უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.024.016271
1-1/98
26/04/2013
ვებგვერდი, 01/05/2013
010320020.22.024.016271
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამდივნოს (სამმართველოს) უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/98

2013 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამდივნოს (სამმართველოს) უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამდივნოს (სამმართველოს) უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამდივნოს (სამმართველოს)  უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

             

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამდივნოს (სამმართველოს) უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;       
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.