„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016128
12
26/04/2013
ვებგვერდი, 07/05/2013
010260020.35.113.016128
„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2013 წლის 26 აპრილი

ქ. ოზურგეთი

 

„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილებები „ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის  №13 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110404020, 05/04/2011წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200230000.35.113.016038) და დადგენილების:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

 73

 

საკარმიდამო

73

2

სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

 20

3

საძოვარი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

 16

4

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

 3

 2. ტყის მიწებზე (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.“.


მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საკრებულოს თავმჯდომარეალეკო მამეშვილი