დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480350000.10.003.017256 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2011, 480350000.10.003.016647) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე; საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე; საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი; საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.”. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების: ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამუშაო ჯგუფის აპარატი.“; ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის თანათავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები