„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი ს-110
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.33.058.016037
ს-110
29/04/2013
ვებგვერდი, 30/04/2013
240140000.33.058.016037
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №ს-110

2013 წლის 29 აპრილი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:   

მუხლი 1
     „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №40 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 14/03/2011, 240.140.000.33.058.016.013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის გაყიდვა უნდა განხორციელდეს საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.

9. საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობა შესაბამისი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.

3. ძირითადი საშუალებების აუქციონის მოწყობის გარეშე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, საჯარო ან ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ გადახდილი უნდა იქნეს ბეს თანხა, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთი თვის გადასახადის (ქირა, საიჯარო ქირა და ა.შ) ოდენობას, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს, დროებითი სარგებლობიდან გამომდინარე, მოსარგებლის ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებას. ამასთან, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში არ გამოიყენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №182 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

6. იმ ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა, რომელთათვისაც ნორმატიული აქტით დამტკიცებულია დროებით სარგებლობაში გადაცემის ღირებულება (ტარიფი), არ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას, საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობას და ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ძირითადი საშუალებების გაყიდვა ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.

3. ძირითადი საშუალებების აუქციონის მოწყობის გარეშე გაყიდვა ხდება სამინისტროს გადაწყვეტილებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საჯარო აუქციონის შემთხვევაში ძირითადი საშუალებების გაყიდვას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ შექმნილი შესაბამისი სააუქციონო კომისია.“.

4                                        . მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

 „მუხლი 71 ელექტრონული აუქციონის წესი

1. ელექტრონული აუქციონის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს საწარმოს ხელმძღვანელობა.

2. ძირითადი საშუალებების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს 12 თვის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჭიროებს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთან ან/და სამინისტროსთან შეთანხმებას, ეს ვადა იანგარიშება შესაბამისი თანხმობის გაცემის დღიდან. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში საწარმოს ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის შესახებ ხელახალი გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

3. ელექტრონული აუქციონის ორგანიზების, გამართვისა და შემდგომი პროცედურების განხორციელებისას გამოიყენება სამინისტროს მიერ დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის შესაბამისი დებულებები, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრა

ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრისას ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე