„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240000.10.003.017252
88
25/04/2013
ვებგვერდი, 26/04/2013
010240000.10.003.017252
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №88

2013 წლის 25 აპრილი

ქ.თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილი­ტა­ციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამ­ტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარ­ტის №74 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2013, 010240000. 10.003.017238) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგე­ნილე­ბით დამ­ტკი­ცე­ბული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნ­­ვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის“ :

1.   დანართი 1.5-ის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტა­ტუ­­სის მქონე ბავშვი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აგრეთ­ვე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რო­მელ­­თა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის   შემწეობას ან მინდობით აღზრ­დის ანაზღაურებას.  ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვ­რუ­ლი ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 971-ს.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­­დაქ­ციით:

,,2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განი­საზღვ­რე­ბა „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინან­სე­ბის (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგე­ნი­ლე­ბით. ამასთან,  ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახუ­რე­ბა ბენეფიციარებს, რომლებიც დღის ცენტრის მომსახურებით სარგებ­ლობ­დ­ნენ 2013 წლის მარტში, მომსახურების დაფინანსება გაუგრძელ­დე­ბათ  იმავე პირობებით, რომლითაც ფინანსდებოდნენ  2013 წლის მარ­ტ­ში.

3. ვაუჩერის ტალონები გაიცემა რეგიონული საბჭოს გადაწყვე­ტი­ლე­ბის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან ბავ­შვის, მათ შორის შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვ­ლით თვეებზე, შშმ პირებზე შშმ სტატუსის მოქმედების ვადით, მაგრამ  არა­უმეტეს 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეებზე, ამასთან, დღის ცენტრ­ში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსა­ხურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუ­ჩე­რი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომად­გე­ნელს/მინდობით აღმზრდელს არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღე­ბის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით.  შშმ სტატუსის  დადგენის შემ­თხვე­ვაში, მათ ავტომატურად გაუგრძელდებათ ვაუჩერის მოქმე­დე­ბის ვადა.“;

გ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს  არაუმეტეს ჩამოთვლილ ადმი­ნის­­ტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მი­ხედ­ვით დაწესებული ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლი­მი­ტებისა, რომლის  ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორ­ციე­ლებს სააგენტო.  ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმი­ნის­ტრა­­ციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელზედაც იქნა გაცემული.

ადმინისტრაციულ-

ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

1

ქ. თბილისი

170

435 (მ.შ. არანაკლებ 180 შშმ ბავშვი)

2

ქ. ქუთაისი

50

90   (მ.შ. არანაკლებ 40 შშმ ბავშვი)

3

ქ. რუსთავი

56

52  (მ.შ. არანაკლებ 12 შშმ ბავშვი)

4

ქ. ბათუმი

-

41

5

გორის მუნიციპალიტეტი

65

30

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

-

15

7

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

-

21

8

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

35

16

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

-

40

10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

25

11

თელავის მუნიციპალიტეტი

-

51(მ.შ. არანაკლებ 20 შშმ ბავშვი)

12

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

-

33

13

ფოთი

-

28

14

ხაშური

-

25

15

ზუგდიდი

-

14

16

საგარეჯო

-

15

17

ჩხოროწყუ

-

20

18

მცხეთა

-

20

19

თიანეთის მუნიციპალიტეტი

30

-

20

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

30

-

21

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

50

-

22

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

30

-

23

ასპინძის მუნიციპალიტეტი

10

-

24

ახმეტა

30

- .”.

2. დანართი 1.6.1-ის  (სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპო­ნენტი) მე-2 მუხლის:

ა) ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    
,,ბ) საჭიროების შემთხვევაში – სავარძელ-ეტლთან ერთად ნაწოლე­ბის­გან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემა;                                 

გ) სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკო­მენ­და­ციო-საკონსულტაციო  და ტექნიკური მომსახურების გაწევა;“;

ბ) ,,ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ.ა)  მენჯისა და გვერდითა დამჭერების,  მხრების ქამრის, ფეხის დამ­ჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდის და  ხე­ლის დასადების დამონტაჟება. მართვის პულტი უნდა მონტაჟ­დე­ბო­დეს ბენეფიციარის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით; ასე­ვე, სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინ­გე­ბის ჩატარება;“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი