დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის N12 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016126 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №12 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4-ე პუნქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №12 დადგენილებაში და 85-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეგისტრაციის შემდეგ თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს, ხოლო საჯარო განხილვების ორგანიზებისათვის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულიდან არჩეული საკრებულოს წევრებისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგელების მონაწილეობით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის დასახლებებში საჯარო განხილვების ჩატარებას. 2. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, ფრაქციების და საკრებულოს წევრების მიერ გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები