დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის N3/141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.054.016029 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის №3/141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის №3/141 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ცენტრის მართვა 1.ცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2.ცენტრის მართვას ახორციელებს ცენტრის სამხატვრო საბჭო (შემდეგში – სამხატვრო საბჭო), რომლის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 3.ცენტრს ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც ამავდროულად არის სამხატვრო საბჭოს წევრი. 4. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 5. სამხატვრო ხელმძღვანელი წარმართავს ცენტრის შემოქმედებით და ორგანიზაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში; მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, განაგებს ცენტრის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე. 6. სამხატვრო ხელმძღვანელი, მხოლოდ სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით: ა) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის შემოქმედებითი სტრუქტურული ერთეულების მუსიკალურ ხელმძღვანელებს; ბ) წყვეტს ცენტრის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული მუშაკების მოწვევა-გათავისუფლების საკითხს; გ) ხელმძღვანელობს ცენტრის სხვა სათათბირო ჯგუფს; დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს; ე) უფლებამოსილია ცენტრის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის მიზნით გამოაცხადოს კონკურსი; ვ) ცენტრის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით პერიოდულად ორგანიზება გაუწიოს მასტერ-კლასებსა და ტრენინგებს; ზ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს ახალი საკონცერტო ნაწარმოებების შექმნასა და ძველი ნაწარმოებების აღდგენით-მოსამზადებელ სამუშაოებს; თ) უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ახალი ნაწარმოებების შექმნის თაობაზე; ი) პასუხისმგებელია მუსიკალური წარმოდგენის მიმდინარეობაზე და უზრუნველყოფს მის ტექნიკურ მხარეს; კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია, საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აცხადებს და ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურში მისაღებად კონკურსებს; მ) უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი; ნ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის მართვის სტრუქტურულ გეგმას, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგიას, ცენტრის ბიუჯეტს; ო) უფლებამოსილია მოიზიდოს დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსები; პ) ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.“. |
2.
დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამხატვრო საბჭო 1. სამხატვრო საბჭო არის ცენტრის მთავარი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის შემოქმედებით და ორგანიზაციულ მიმართულებებს. 2. სამხატვრო საბჭო შედგება 5 (ხუთი) წევრისაგან, რომელშიც შედის სამხატვრო ხელმძღვანელი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული 4 (ოთხი) წევრი. 3. სამხატვრო საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იკრიბება თვეში მინიმუმ 8-ჯერ (რვაჯერ). აუცილებლობის შემთხვევაში, სამხატვრო საბჭოს თითოეული წევრი უფლებამოსილია მოიწვიოს საბჭოს სხდომა. 4. სამხატვრო საბჭოს სხდომებზე განიხილება ცენტრის შემოქმედებითი განვითარების სტრატეგია და წევრების მიერ დასმული შემოქმედებითი და ორგანიზაციული საკითხები. 5. სამხატვრო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის ყველა წევრი. 6. სამხატვრო საბჭო გადაწყვეტილებეს იღებს ხმთა უმრავლესობით, არანაკლებ 3 (სამი) ხმით. 7. წერილობითი შეტყობინების 2-ჯერ (ორჯერ) მიღების მიუხედავად 2 (ორი) წევრის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამხატვრო საბჭო უფლებამოსილებას განახორციელებს, თუ მის სხდომას ესწრებიან დანარჩენი წევრები. 8. სამხატვრო საბჭო მისი წევრ(ებ)ის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს სამხატვრო საბჭოს სხდომის 3-ჯერ (სამჯერ) არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები