„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 51/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016571
51/ნ
29/04/2013
ვებგვერდი, 30/04/2013
430210000.22.022.016571
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №51/ნ

2013 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანების (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764) პირველი პუნქტით დამტკიცებულ მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) 22-ე მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას, ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით, სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე მუხლი:

,,მუხლი 32. 2013 წლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასურის დაბრუნება

2013 წლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება 2013 წლის 30 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი